მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მშენებლობის დარღვევებით წარმოება სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება - კანონპროექტი ინიცირებულია

603600dda6f5c
ინგა მურუსიძე
24.02.21 11:29
1495
მშენებლობის დარღვევებით წარმოება სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება -  ამის შესახებ სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტში წერია, რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. კანონპროექტი თბილისის მერიამ დაწერა და კახა კალაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტისგან სრული მხარდაჭერა ექნება.

„თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც დარღვევებით არის აშენებული. ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს წარმოადგენენ თბილისის მოსახლეები. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური შემოწმების თაობაზე სათანადო რეაგირების შესაძლებლობას, თბილისში მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც დარღვევევით განხორციელდა და ამჟამად თბილისელები არიან მესაკუთრეები. ახალი კანონმდებლობა აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძებებს.

რამდენიმე წლის წინ ამგვარ დარღვევებზე გავზარდეთ ჯარიმები, რამაც ეფექტი იქონია, თუმცა, კვლავ ვდგავართ პრობლემების პირისპირ და ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დარღვევებით მიმდინარე მშენებლობის ხელმეორედ გაგრძელება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, რომელსაც გადავახდევინებთ, თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა, ხოლო თუ მეორედ არ იქნება გამოსწორებული, ის გადავა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები