მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის გაციფრულება - რა არის BIM-მეთოდი?

გასული წლის მიწურულს თბილისში ციფრული მშენებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმის ორგანიზატორი BIM Solutions Group-ი იყო, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მშენებლობების წარმართვაში ეხმარება. BIM Solutions-ის წარმომადგენლობით საერთაშორისო ბრენდი ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-მეთოდის დანერგვას უწყობს ხელს, რაც მშენებლობის ინფორმაციის მოდელირებას გულისხმობს, კომპანიებს კი უფრო ეფექტიან და პროდუქტიულ გზებს სთავაზობს პროცესების სამართავად. BIM Solutions ექვს ქვეყანაშია წარმოდგენილი − ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბელორუსი და საქართველო. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც სამშენებლო, დიზაინისა და უძრავი ქონების განვითარების კომპანიებთან, ისე სამთავრობო სტრუქტურებთან და აძლევს მათ ექსპერტულ რჩევებს პროცესების მართვის გასაუმჯობესებლად.

სტუმრები:

ნინო მესაბლიშვილი - CMC-ის ბიზნესისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი;

გვანცა ჩუბინიძე - ARTSTUDIO-ს არქიტექტორი;