მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.7%-ით გაიზარდა - გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება?

BM.GE
22.09.22 12:17
211
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4 პროცენტიანი ზრდით იყო გამოწვეული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში გავლენა 4.36 პროცენტული პუნქტით იქონია. 

თუ მონაცემებს გასული წლის შესაბამის კვარტალს შევადარებთ, აქ ზრდა უკვე 11.7%-ია. ინდექსის ზრდა, 2021 წელს ძირითადად, სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8 პროცენტიანი ზრდით იყო გამოწვეული, რაც 6.74 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. 

გაზრდილია ხარჯები ყველა კატეგორიაში, როგორც სამშენებლო მასალის, ისე ხელფასების, მანქანა-დანადგარების, ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის. 

უნდა ველოდოთ თუ არა უძრავი ქონების კიდევ უფრო გაძვირებას და რა ტენდენციებია ბაზარზე?

სტუმარი: დავით ტუკვაძე - შპს "მეგობრობის" გენერალური დირექტორი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები