მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მშენებლობის სექტორში დამატებითი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ"

5b98ad829eb4a
BM.GE
12.09.18 10:08
667
„მშენებლობის სექტორში დამატებითი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ“, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის ნაწილში ინვესტიციების შემცირებაა და მთავრობას აქვს დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები, რათა დარგში ინვესტიციები გაიზარდოს.

„გაზრდილია ინვესტიციები რეალურ სექტორში და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად მიმზიდველი გავხადოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები