საქართველოში მშობლების უმრავლესობა მოზარდების მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნავს და ნაკლებად - მათ ემოციურ მდგომარეობაზე.
საქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დასჯის მეთოდებს მოიცავს.
მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და ნაკლებად - მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, - ასეთია საქართველოში მოზარდთა მშობლების და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევის შედეგები, რომელიც unicef-მა დღეს გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში.
მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ პერიოდში ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
მშობელთა მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული მოზარდისთვის ისეთ უმნიშვნელივანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.
Unicef ასევე ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები, შესაბამისად, მთავარი რეკომენდაცია სახელმწიფო დონეზე მსგავსი პოლიტიკის და პროგრამების შემუშავებაა.

























