მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშობლებს, რომელთა შვილებიც რისკჯგუფში შედიან, მეტი დაფიქრება მართებთ - მაია ჩხაიძე

61f0eed23fc7e
თათია ჩაფიჩაძე
26.01.22 14:01
658
NCDC-ის უახლესი ინფორმაციით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 816 (2.15%), ხოლო სრულად აცრილია 2 668 (1.50%) მოზარდი.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე Bmg-თან ამბობს, რომ ამ დრომდე კლინიკაში ამ ასაკობრივ კატეგორიაში აცრილი არცერთი პაციენტი არ მოხვედრილა.

„არ მყოლია კლინიკაში 12 წლის ზემოთ მყოფი პაციენტი, რომელიც აცრილი იყო, ამიტომ განსაკუთრებით იმ მშობლებს, ვისაც რისკჯგუფის შვილები ჰყავთ და სხვებსაც ცხადია, ვფიქრობ, მეტი დაფიქრება მართებთ. მთელ მსოფლიოში ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაღალი ტემპია, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობამ გაიგო, რომ ის იცავს მძიმე მიმდინარეობისგან, აღარ ვლაპარაკობ რისკჯგუფების ბავშვებზე.

სადაც ორჯერადად არიან ბავშვები აცრილი, იქ უკვე ბუსტერზე მიდის საუბარი, ვინაიდან სკამაოდ მაღალი სარწმუნოობა აქვს ამას. გარდა ამისა, 2021 წლიდან ზოგიერთ ქვეყანაში 5-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაცია დიწყეს.

ჩვენთან ძალიან დაბალი მოცვაა, ორჯერადად აცრილთა რაოდენობა არ სცდება 2 600-ს, რაც 2.7%-ია. ერთჯერადად აცრილების რაოდენობა ჩემი ინფორმაციით, ცოტა მეტია", - აცხადებს ჩხაიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები