მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მშპ სტაბილურად იზრდება და ასევე, ფასების სტაბილური ზრდა უზრუნველყოფილია"

5cd9243f8b1ab
ლიკა გურაბანიძე
13.05.19 12:00
1050
„მშპ სტაბილურად იზრდება და ასევე, ფასების სტაბილური ზრდა უზრუნველყოფილია,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

„მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე შეთანხმება არის მიღწეული ,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმოხილვის პროგრამის მეოთხე მიმოხილვასთან დაკავშირებით. დადებითი ტენდენციები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში გრძელდება, რაც სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას უსვამს ხაზს. მშპ სტაბილურად იზრდება და ასევე, ფასების სტაბილური ზრდა უზრუნველყოფილია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია საგარეო სექტორის დადებითი დინამიკა, რაც 2017-2018 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე აისახა“, - განმარტა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: IMF-ის მისიამ დღეს საქართველოს განახლებული პროგრამა დაუმტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დამატებით $40 მილიონის მოცულობის სახსრები გამოეყო. მთლიანობაში პროგრამის მოცულობა $210 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები