მშრალი ხიდის ტერიტორია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საინტერესო სავაჭრო სივრცეა. ათეულობით წლების განმავლობაში აქ მოვაჭრეები სხვადასხვა სახეობის ძველ ნივთებს, ნახატებს და ფარდაგებს ყიდიან. მათი ძირითადი მომხმარებლები კი წლებია ტურისტები არიან. აქ ამბობენ, რომ ეს ნივთებიც სწორედ ტურისტების ინტერესებზეა გათვლილი. თუმცა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემცირებამ, მშრალი ხიდის მოვაჭრეების მომხმარებლების რაოდენობის შემცირებაც განაპირობა.