2023 წლის ივლისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ მხოლოდ 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისეთ დიდ სამომხმარებლო ჯგუფებში, როგორიცაა სურსათი ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდის ნაცვლად 0.2 პროცენტით შემცირდა.
საქსტატი ინფლაციას 305 სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების ფასების ყოველთვიური გამოკვლევის შედეგად ითვლის. ამ 305 საქონელსა და მომსახურებას შორისაა სურსათის, ჯანდაცვის, სახლის მოვლის, ფინანსური სერვისების, გართობა-დასვენების, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა დასახელების პროდუქტების ფასები. საქსტატის დეტალური ანგარიშის მიხედვით, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 65%-ით კომბოსტოს ფასი გაიზარდა, მეორე ადგილზეა, მსხლის, წიწაკის ფასი. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი თეატრის ბილეთები და საბანკო მომსახურების საკომისიო. სრულად გაძვირებული პროდუქტების/სერვისების ჩამონათვალი ასეთია:
კომბოსტო - ფასების წლიური ზრდა 65%;
მსხალი - ფასების წლიური ზრდა 44%;
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - ფასების წლიური ზრდა 40%;
წიწაკა - ფასების წლიური ზრდა 39%;
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - ფასების წლიური ზრდა 33%;
მეტროთი მგზავრობა - ფასების წლიური ზრდა 31%;
სპექტაკლზე დასწრება - ფასების წლიური ზრდა 31%;
კიტრი - ფასების წლიური ზრდა 29%;
საბანკო მომსახურების საფასური - ფასების წლიური ზრდა 28%;
ტომატ-პასტა - ფასების წლიური ზრდა 28%.