მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსხლის იმპორტი გაიზარდა - საიდან შემოგვაქვს?

მსხალი

საქართველოში მსხლის იმპორტი გაიზარდა. ზრდამ 2024 წლის პირველ ხუთ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7% შეადგინა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 879 300 აშშ დოლარის 1235 ტონა მსხალი ვიყიდეთ, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მსხლის იმპორტმა 1143 ტონა შეადგინა, რაშიც 586 000 აშშ დოლარი გადავიხადეთ.

მთავარი საიმპორტო ბაზრები თურქეთი და ნიდერლანდებია. წელს, თურქეთიდან 927 ტონა მსხალი შემოვიტანეთ და 379 740 აშშ დოლარი გადავიხადეთ, ხოლო ნიდერლანდებიდან 253 ტონა მსხალი გაცილებით უფრო ძვირი - 467 790 აშშ დოლარი დაგვიჯდა. გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით მსხალი ჩინეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდანაც შემოვიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 544 420 აშშ დოლარის 594 ტონა მსხალი გავიტანეთ ექსპორტზე უმეტესად სომხეთში და მცირე რაოდენობით რუსეთში.

გასულ წელს კი, ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან 553 ტონა მსხლის ექსპორტი განხორციელდა, რამაც თანხაში 574 180 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები