საქსტატის განახლებული მონაცემებიც ადასტურებს,რომ საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 10-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. პარალელურად, მცირედით გაიზარდა ღორის სულადობა, ხოლო კვერცხის წარმოებამ ბოლო ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია. როგორ შეიცვალა მეცხოველეობის სექტორის ძირითადი მაჩვენებლები და რა სჭირდება ინდუსტრიას ზრდისთვის?


































