მსხვილმა ბანკებმა გასულ კვირაში მესამე კვარტალის საანგარიშო სეზონი დაიწყეს. JPMorgan Chase, Wells Fargo, Citigroup და Morgan Stanley მესამე კვარტალის ანგარიშებს ასაჯაროებენ.
Dow Jones-ის გიგანტის JPMorgan-ის მოგება აქციაზე 39%-ით 4,33 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, კომპანიის შემოსავალი 22%-ით, 39,87 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ მესამე კვარტალში JPMorgan-ის მოგება 25,6%-ით, 3,92 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა, შემოსავალი კი 39,57 მილიარდი დოლარი იქნებოდა.
JPMorgan-ის წმინდა საპროცენტო შემოსავალი 30%-ით, 22,73 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, უპროცენტო შემოსავალი კი - 13%-ით 17,15 მილიარდ დოლარამდე.
სამომხმარებლო ბანკის წმინდა მოგება 36%-ით, 5,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა შემოსავალი 29%-ით,18,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
JPMorgan-ის კორპორატიული და საინვესტიციო ბანკის წმინდა შემოსავალი 2%-ით, 11,7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება 12%-ით 3,1 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
რაც შეეხება Wells Fargo-ს, კომპანიის მოგება აქციაზე 72%-ით, 1,48 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალი 6,6%-ით და 20,86 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Wells Fargo-ს წმინდა საპროცენტო შემოსავალი კვარტალში 8%-ით გაიზარდა და 13,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. უპროცენტო შემოსავალი 4%-ით 7,75 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Citigroup-მა გაასაჯაროვა თავისი უცვლელი მოგება $1,63 ერთ აქციაზე. კომპანიის შემოსავალი 8,8%-ით, $20,14 მილიარდამდე გაიზარდა.
უოლ-სტრიტის პროგნოზით, Citigroup-ს თითო აქციის ფასი 24,5%-იანი შემცირებით, 1,23 აშშ დოლარამდე დაეცემოდა, ხოლო კომპანიის შემოსავალი 4,1%-ით, 19,27 მილიარდ დოლარამდე. გაიზრდებოდა.
რაც შეეხება Morgan Stanley-ს, კომპანია იტყობინება, რომ მოგება თითო აქციაზე $1,38-ს შეადგენს 1,28 დოლარის მაგივრად. ამასთან, Morgan Stanley-ს მოსალოდნელი შემოსავალი $13,23 მილიარდი იყო, 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშით კი შემოსავალი შემოსავალი 2%-ით $13,27 მილიარდამდე გაიზარდა.
ნიუ-იორკში დაფუძნებული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოგება 9%-ით 2,41 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ბანკის ობლიგაციებით მოვაჭრეებმა 1,95 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე StreetAccount-ის შეფასება.