მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის და მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს - ISET

ბიზნესი

2024 წლის III კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის და მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

ISET-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსხვილი ბიზნესები მესამე კვარტალის მონაცემებით, შემზღუდველ ფაქტორებად ასახელებენ ფინანსებს - 23%, მოთხოვნას - 27%, აღჭურვილობას - 18%, სამუშაო ძალას - 55% და სხვა ფაქტორებს 23%, ხოლო 14% ამბობს, რომ არცერთი შემზღუდავი ფაქტორი არ აქვს. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, აქ ყველაზე მეტი, 48% შემზღუდველ ფაქტორად მოთხოვნას ასახელებს, 37% - ფინანსებს, 35% სამუშაო ძალას, 27% - სხვა ფაქტორებს, ხოლო 8% არცერთ ფაქტორს.

რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, 2024 წლის III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები