Goldman Sachs-ის ანალიტიკური დეპარტამენტის შეფასებით, S&P 500-ის ინდექსში შემავალი მსხვილი კომპანიების უმეტესობა ამჟამად ზედმეტად ძვირადაა შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აქციების ფასსა და რეალურ ღირებულებას შორის დიდი აცდენაა, რაც ინვესტორებისთვის არაოპტიმალურია.
ანალიტიკოსების გამოთვლებით, საშუალოდ გადაფასების მაჩვენებელი 13%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია.
ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ მაღალი შეფასება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გასტანს. ისტორიულად, ასეთი მოცემულობა საშუალოდ 10 თვე გრძელდება, რის შემდეგაც კორექციის ფაზა იწყება და აქტივების ღირებულება რეალისტურ ნიშნულს უბრუნდება.
ზუსტად რამდენი ხანი გაგრძელდება აღმასვლის ტენდენცია და როდის უნდა ველოდოთ დიდ კორექციას, ამ შეკითხვაზე პასუხი Goldman Sachs-ში არ აქვთ, თუმცა საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ინვესტორებმა მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით ისეთი კომპანიების მიმართ, რომელთაც უკვე გამოიარეს მკვეთრი აღმასვლის პერიოდი და ამჟამად 50%-იანზე მაღალი პრემიუმით ივაჭრებიან.