მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მსოფლიო ბანკი" საქართველოს ბორჯომის ხანძრის გამო ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

599fce6e838fd
BM.GE
25.08.17 11:11
1156
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონის განცხადებით, მსოფლიო ბანკი საქართველოს ბორჯომის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისთვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ მერსი ტემბონმა ბორჯომში, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

"მინდა "მსოფლიო ბანკის" სახელით მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და განსაკუთრებული იმ მოსახლეობას, ვინც ბორჯომის ხეობაში ცხოვრობს. აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის, მეხანძრეების და მეგობარი ერების სწრაფი რეაგირება და ჩართულობა ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ, "მსოფლიო ბანკი" მზად ვართ, ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად, რაც საქართველოს დასჭირდება, პირველ რიგში, საჭიროა, ზარალის შეფასება, გარემოს დაცვის სპეციალისტები ჩამოვლენ და იმუშავებენ ამ კუთხით. ასევე აღმოგიჩენთ, ფინანსურ, ტექნიკურ და სხვა სახის დახმარებასაც“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას.

"ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას",- განაცხადა მერსი ტემბონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები