მსოფლიო ბანკმა გლობალური ნედლეულის საფასო პროგნოზები განაახლა, რომლის თანახმადაც 2025 წელს მსოფლიოში ნავთობის ფასის კლება არის ნავარაუდევი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, თუკი წელს ნავთობის მსოფლიო ფასი ბარელზე საშუალოდ 80 დოლარს შეადგენს, 2025 წელს საშუალო ფასი 73 დოლარზე არის პროგნოზირებული. ასევე ფასების კლებას მოელის მსოფლიო ბანკი 2026 წელსაც და ბარელი ნედლი ნავთობის ფასს 2026 წლისთვის 72 დოლარზე პროგნოზირებს.
ფასების შემცირების მიზეზად მსოფლიო ბანკი განმარტავს, რომ მომდევნო წელს გლობალურად ნავთობის ყოველდღიური წარმოება 105 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 2024 წლის მოპოვებაზე დღიურად 2 მილიონი ბარელით მეტია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ნავთობის მოპოვების ყოველდღიური მაჩვენებელი, რაც 105 მილიონი ბარელი იქნება, 1.2 მილიონი ბარელით გადააჭარბებს ნავთობზე ყოველდღიურ მოთხოვნას, რაც ნედლი ნავთობის ფასის 72 დოლარამდე კლების განმაპირობებელი იქნება.
ამასთან, მსოფლიო ბანკს შეფასებული რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც 2025-2026 წლებში შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ნავთობის გლობალურ ფასებზე, მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება, ასევე მსოფლიოში უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ალბათობა, ვიდრე ეს საბაზო სცენარით არის პროგნოზირებული.