„ფინანსური აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების სამსახური დაეხმარება ბიზნესს საერთაშრისოდ აღიარებული გამჭვირვალე სისტემის დანერგვაში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელმა. ჯერეტ დეკრე ამბობს, რომ რეფორმა დადებითად იმოქმედებს საქართველოში კაპიტალის და ფინანსური ბაზრის განვითარებას.
„მსგავსი სისტემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ინერგება, ის ასევე ახალია საქართველოსთვის, თუმცა უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც ფინანსურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს ქვეყნაში. სტანდარტები, რომლითაც ახალი სამსახური იმუშავებს საერთაშორისო სტანდარტებია, ის დანერგილია ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბიზნესმა ის არა რისკად, არამედ შესაძლებლობად უნდა მიიღოს.
ჩვენ ველით რომ რეფორმა რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს. მაღალხარისხიანი ფინანსური ინფორმაცია კარგი საინვესტიციო კლიმატისგან განუყოფელია და წინ უძღვის, როგორც ეკონომიკურ ზრდას ასევე სანდოობას და გამჭვირვალობას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ“, - მიიჩნევენ მსოფლიო ბანკში.

























