"ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომლითაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ხელმძღვანელობს მოძველდა, თქვენ გჭირდებათ ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი", - ამ სიტყვებით გახსნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბანკის დღევანდელი პრეზენტაცია, რომელიც თბილისში გაიმართა. ჰანს ტიმერი "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს, რომ დღეს საქართველომ გლობალური გამოწვევების პარალელურად აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ექსპორტის ზრდაზე უნდა გააკეთოს.
"ეკონომიკური პოლიტიკა რომელსაც ატარებდით ლოგიკურად ესაბამებოდა გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს მდგომარეობა დღეს უკვე შეცვლილია. საქართველოს ეკონომიკისთვის ძველი მოდელი გულისხმობდა საზღვარგარეთიდან დიდი შემოსავლების მიღებას. მათ შორის გზავნილების კუთხით რადგან ბევრი ქართველი მუშაობს საზღვარგარეთ. ასევე დიდი იყო ქვეყანაში იმპორტის მოცულობა, - ეს დიდხანს არ უნდა გაგარძელდეს, - ამიტომ გჭირდებათ ზრდის ახალი მოდელი. ეს კი ნიშნავს პროდუქციის შექმნას იმ სექტორებში, რომელსაც ექსპორტის პოტენციალი აქვს და რომელსაც იმპორტისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. თქვენ გჭირდებათ ზრდის ახალი მოდელი რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული", - განაცხადა ჰანს ტიმერმა.

























