"საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დრამატულად ეცემა", - აღნიშნულის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა მერსი ტემბონმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სიღარიბის შემცირებაზე გავლენას ინვესტიციების შემოდინება ახდენს.
"მთავრობამ უნდა გააგრძელოს დაკვირვებული მაკრო და ფისკალური პოლიტიკა. აქ მნიშვნელოვანია ეკონომიურობა. შემდეგ მოდის ეკონომიკის დივერსიფიკაცია. ეკონომიკური დივერსიფიკაციის შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ერთ სექტორს პრობლემა შეექმნება, მას მეორე დააბალანსებს.
კერძო სექტორი იმ რეფორმების გათვალისწინებით რაც ხორციელდება საქართველოს უფრო კონკურენტუნარიანს ქმნის.
საქართველოში გასაუმჯობესებელია სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ტექნიკური ცოდნა", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

























