მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკი ტერმინს "განვითარებადი ქვეყანა" აღარ გამოიყენებს

573c18312fe89
BM.GE
18.05.16 11:20
1664
მსოფლიო ბანკის ანგარიშებში სიტყვებს შორის "განვითარებული" და "განვითარებადი" განსხვავება აღარ იქნება.
 
მსოფლიო ბანკი დეფინიციის განსასაზღვრად მთლიანი ეროვნულ შემოსავალს იყენებდა.

"მალავსა და მალაიზიას შორის განსხვავება საკმაოდ დიდია, თუმცა ისინი ორივე ერთ ჯგუფშია განხილული. მალაიზია მეტად ჰგავს ამერიკას, ვიდრე მალავი", - აცხადებს მსოფლიო ბანკის ეკონომისტი. მისივე თქმით, მსგავსი ქვეყნების ერთ ჯგუფში განხილვა სასარგებლო არაა. მაგალითად მას ჩინეთი და ბოლივიაც მოჰყავს, რომლებსაც სრულად განსხვავებული შემოსავლები აქვთ, თუმცა ითვლებიან "განვითარებადად".

გაერო განვითარებადი ქვეყნებისთვის საკუთარი ოფიციალური დეფინიცია არ აქვს, სავალუტო ფონდი კი უმეტესად "განვითარებად ბაზრებს" იყენებს და ამბობს, რომ ის მკაცრ კრიტერიუმებს არ ეფუძნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები