მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკის პასუხი ფერმერებს: მხარს ვუჭერთ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავებას

5ba0f089a036f
ანუკა ჯოხაძე
18.09.18 16:31
666
მსოფლიო ბანკი სამი ფერმერი ქალის შესახებ bm.ge-ზე განთავსებულ მასალას ეხმაურება. საქმე ეხება საავტომობილო გზის მშენებლობის გამო, მათი ბიო მეურნეობის შესაძლო დაზიანებას.

ბანკის ინფორმაციით, მათ 2018 წლის თებერვლის შემდგომ მათ ერთ-ერთ ფერმერ თეა ქუთათელაძესთან კომუნიკაცია აქვთ, უფრო მეტიც შეხვერები იყო მასთან და “საავტომობილო გზების დეპარტამენტთანაც“ (რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტორს დაქვემდებარების ქვეშაა), ამასთან ეს დეპარტამენტი პასუხიმგებელია რუსთავი-სადახლოს გზის პროექტის ტექნიკური კვლევების ჩატარებზე და უკვე ამის შემდეგომ საავტომობილო გზის სამუშაოების განხორციელებაზე.

„მსოფლიო ბანკის პოლიტიკის შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (ESIA) ვალდებულებას, შევაფასოთ ყველა ის პოტენციური ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა საავტომობილო გზების მშენებლობამ გამოიწვიოს.

გვსურს გაცნობოთ რომ :

მსოფლიო ბანკი არ აფინანსებს გზის სამშნებლო სამუშაოებს.

მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საავტომობილო მაგისტრალის განახლებისათვის, აუცილებელი კვლევის ჩატარების პროცესში.

სხვა დამატებითი ტექნიკური კვლევები, მათ შორის ESIA, დაფინანსდება სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ.

დღესდღეობით აღნიშნული გზის დეტალური პროექტი არ არსებობს.

აღნიშნულ გზის პროექტზე ტენდერი ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა”, - განმარტავენ მსოფლიო ბანკში.

მსოფლიო ბანკი BM.GE-ის მას შემდეგ დაუკავშირდა რაც სამი ფერმერი ქალიდან, (რომელთაც მარნეულის რაიონში კენკრის ბიო პლანტაციის მეურნეობა აქვთ), ერთ-ერთმა თეა ქუთათელაძემ განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკს პროექტში  გარემოს ზეგავლენის დოკუმენტი არ ჰქონდა გათვალიწინებული.  ამ საკითხთან დაკავშირებით ფერმერმა ქალებმა მსოფლიო ბანკის ვაშინგტონის ოფისს წერილით უკვე მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები