მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტების ფარგლებში 2023 წელს 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა

სოფლის ამბულატორია

2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის პროექტები ფარგლებში 400 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით - ამის შესახებ პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშში წერია.

ანგარიშის მიხედვით, იგივე რესურსებით, აშენდა და აღიჭურვა 17 სოფლის ამბულატორია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ამბულატორიას, ამჟამად მიმდინარეობს 11 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა - რეაბილიტაცია.

ასევე, დოკუმენტში წერია, რომ 2022 წელს სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ, ტელემედიცინის დანერგვა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 2024 წლის აპრილისთვის 3100-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. დაგეგმილია კიდევ 60
სოფლის ამბულატორიის აღჭურვა ტელემედიცინის თანამედროვე აპარატურით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი გახარიას 2019 წლის ანგარიშის მიხედვითაც, 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დაახლოებით, 400-მდე სოფლის ამბულატორია გარემონტდა და აღიჭურვა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია გარემონტდა და აღიჭურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები