მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეამცირა, საქართველოს პროგნოზი უცვლელია

5757b6f99e4fc
BM.GE
08.06.16 10:08
1655
მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. იანვარში მსოფლიო ბანკი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას 2,9%-ად აფასებდა, ახლა კი პროგნოზი 2,4 პროცენტია.

როგორც ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, განვითარებად ბაზრებს ნავთობის დაბალ ფასთან ადაპტაცია გაუჭირდათ, ასევე სუსტად რჩება მსოფლიოში ვაჭრობის მაჩვენებელი და შემცირებულია კაპიტალის ნაკადები.

მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეუმცირა ჩინეთს და ინდოეთს.

ბანკის პროგნოზზე გავლენა იქონია გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ უკრაინასა და კავკასიაში, ასევე ტერაქტებმა თურქეთში. გარდა რუსეთისა, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკი 2,9 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

მსოფლიო ბანკს არ შეუცვლია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის კვლავ 3%-ად რჩება. 0,3%-ით შემცირდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ბანკი მიმდინარე წელს ქვეყანაში 1,9%-იან ზრდას პროგნოზირებს. ასევე, რეცესიაა ნავარაუდევი აზერბაიჯანში, რაც იანვრის ანგარიშის შემდეგ ასევე გაუარესებული მაჩვენებელია. 0,5%-ით შეუმცირა მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რუსეთს.

უცვლელი დარჩა თურქეთის და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები