მსოფლიო ბანკმა რუსეთის ეკონომიკურ პროგნოზს გადახედა და გააუმჯობესა. ამის შესახებ Global Economic Prospects ანალიტიკურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის მგომარეობის და პერსპექტივების შესახებ მომზადდა. მსოფლიო ბანკი ელის რომ მიმდინარე წელს რუსეთში მშპ-ს შემცირება 1,2%-ზე იქნება, 2017 წელს კი ზრდა 1,4% იქნება. 2018 წელს ზრდამ 1,8%-ს უნდა მიაღწიოს ამბობენ ანალიტიკოსები.
ამავე დროს, ბანკმა გააუარესა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ზრდა 2,4% იქნება. იანვარში ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ რომ ეს მაჩვენებელი 2,9%-ზე იქნებოდა. მსოფლიო ბანკი ელის რომ მომავალ წელს ნავთობზე ფასების შემცირება ფასის მატების ტენდენციით ჩანაცვლდება. ექსპერტების შეფასებით, საშუალო ფასი ნავთობზე წელს 41 დოლარია ერთ ბარელზე, რაც 10 დოლარით ნაკლებია იანვრის პროგნოზზე. 2017 წელს კი ვარაუდობენ რომ ნავთობის საშუალო ფასი 50 დოლარი იქნება.

























