მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

5d63cf7be84a0
მიხეილ ხაჩიძე
26.08.19 23:50
1378
ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ, ოქროს ფასმა ევროში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ევროპული და ამერიკული მედიის ცნობით, მსგავსი მონაცემები მსოფლიო ბაზრზე აქამდე არ დაფიქსირებულა.
 
დღევანდელი ვაჭრობით, Comex-ის ბირჟებზე ფიუჩერსის ღირებულება 1%-ით გაიზარდა და ტრუას უნციისთვის (31,1 გრამი) 1393 ევრო შეადგინა, რაც აქამდე არსებულ ფასებში ყველაზე მაღალია. რაც შეეხება დოლარს, ამერიკულ ვალუტასთან მიმართებაში ერთი უნცია $1555 ფასობს.

როგორც ბაზრის დამკვირვებლები განმარტავენ, ევროში ოქროს ფასი ყველაზე მაღალი ბოლოს, 2011 წელს იყო, მაშინ ერთი უნცია 1386 ევრო ღირდა, ხოლო დოლარში კი მისი ფასი პიკზე იყო - $1800. 

ექსპერტები ძვირფას ლითოnზე ფასების ზრდის მიზეზად აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მორიგ ესკალაციას ასახელებენ. HSBC-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, ოქროს ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები