გლობალურად, ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 0.40 დოლარამდე შემცირდა. მიზეზი ბრაზილიაში, ინდოეთსა და უკრაინაში წარმოების მოსალოდნელზე მეტად გაზრდაა.
არსებობს მოლოდინი, რომ 2025/2026 წლების მონაკვეთში 3 ქვეყანა ერთობლივად 4.2 მილიარდ ტონა შაქარს მოიყვანს.
გასულ თვეებში ინდოეთში წარმოება, საშუალოდ, 22%-მდე გაიზარდა, ბრაზილიაში კი 2,5%-მდე.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ქვეყანაში იმპორტირებული 1 კგ შაქრის ფასი [გადასახადების გარეშე] 0.58 დოლარი იყო, გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი 0.71 დოლარი იყო. მონაცემები ცხადყოფს, რომ ფასი საქართველოშიც შემცირებულია.
საერთო ჯამში, წელს საქართველოს 31.1 მლნ აშშ დოლარის 55 722 ტონა შაქარი აქვს ნაყიდი.




























