მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე?

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ღირებულება ნამდვილად რეკორდულად იზრდება. ამ დროისთვის უნცია ოქრო 2 622 დოლარად ივაჭრება, წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდა 27%-ია, ბოლო ერთწლიან ჭრილში კი ოქროს ღირებულება 36%-ით არის გაზრდილი. ოქროს ფასზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს ლითონის შესყიდვების ზრდა. ანალიტიკოსები 2 600 დოლარის ნიშნულამდე ოქროს გაძვირებას ამჯერად ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას უკავშირებენ, რადგან დაბალი განაკვეთები ოქროს კონკურენტუნარიანობას ზრდის დაბალგანაკვეთიან სახაზინო ობლიგაციებთან შედარებით, შესაბამისად ინვესტორების მხრიდან ძვირფასს ლითონზე მოთხოვნაც მაღალია. მოთხოვნის მხარე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ოქროს ღირებულებას განსაზღვრავს. როგორც გალტ ენდ თაგარტის უფროსი ანალიტიკოსი განმარტავს, რეკორდულად გაიზარდა ინდოეთში ოქროს ლითონის იმპორტიც, რაც საფესტივალო პერიოდს უკავშირდება. ინდოეთის მხრიდან მოთხოვნის ზრდის შენარჩუნების მოლოდინია იქიდან გამომდინარეც, რომ ინდოეთის მთავრობამ ოქროს იმპორტზე გადასახადები შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები