მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ბრენდები სისხლის დონაციის კამპანიას უერთდებიან და საკუთარ ლოგოებს ცვლიან (ფოტო)

57b59c1a4a41b
BM.GE
18.08.16 15:27
1397
მსოფლიოში სისხლის ჯგუფები ასოებით A, B, O აღინიშნება. ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში სისხლის უსასყიდლოდ დონაციას უწყობს ხელს, ცნობილი ბრენდები საკუთარი დასახელებებიდან აღნიშნულ ასოებს იღებენ, რითიც კამპანიაში მონაწილეობას აფიქსირებენ.

მასშტაბური კამპანია ლონდონის PR სააგენტო Engine Group-მა დაიწყო და მას მალევე მსოფლიოს არაერთი ცნობილი კომპანია შეუერთდა, მათ შორის Google, Microsoft, Tesco, Nandos და Dairy Milk. როგორც კამპანიის ავტორები ამბობენ, ბოლო წლებში სისხლის დონაცია 30%-ით შემცირდა.

კამპანია 16 აგვისტოს დაიწყო და ის 21-ში დასრულდება. მას მსოფლიოს 21 ქვეყნის წარმომადგენელი უერთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები