მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბრენდები "სოციალურად დისტანცირებულ" ლოგოებს ქმნიან

5e7db2e488cb0
ნათია თაქთაქიშვილი
27.03.20 23:45
1519
McDonald's-ი, Coca-Cola, Audi და Volkswagen-ი იმ კორპორატიულ კონგლომერატებს მიეკუთვნებიან, რომლებიც აქტიურად ქმნიან ლოგოებს „სოციალურ დისტანცირებაზე“. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „სოციალური დისტანცირება“ ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული ტერმინია, რაც COVID-19-ის გავრცელებით არის გამოწვეული. მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ წამოწყებული კამპანია ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად.

თუმცა, კრეატიულ სფეროში მომუშავე სპეციალისტები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან ბრენდების გადაწყვეტილებას, ზოგი დადებითად აფასებს, ზოგი კი დროის ფუჭ კარგვად მიიჩნევს.

„უმჯობესია დანარჩენები კომპანიებიც თუ მიბაძავენ Gap-ს, LVMH-ს, Christian Dior-ს და Givenchy-ის, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს სამედიცინო პირბადეებისა და ხელის სანიტარული ხსნარის წარმოება“, - განაცხადა კომპანია Ad Age-ის რედაქტორმა ბრაიან ბრეიკერმა CNN-თან საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები