მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, "კრისტალ ჯგუფი" ბაკურიანში 350 სპორტსმენს უმასპინძლებს

63e8c5310c554
ლიკა გურაბანიძე
12.02.23 18:00
776
მომავალი კვირიდან ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა საქართველოს ტურისტული და განსაკუთრებით, ზამთრის კურორტების სასტუმრო ბიზნესისთვის.

სასტუმრო კომპლექსი “კრისტალ ბაკურიანი”, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენებს უმასპინძლებს. სასტუმრო ღონისძიების დაახლოებით, 350 მონაწილეს მიიღებს. “კრისტალ ჯგუფის” გაყიდვების მენეჯერის, გიორგი მაისურაძის პროგნოზით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით წელს შემოსავლები სწორედ ჩემპიონატის გამო 20-30%-ით გაეზრდებათ.

“ჩვენ მხოლოდ სპორტსმენებს ვუმასპინძლებთ. ყველაფერს საკმაოდ მომზადებულები ვხვდებით. კრისტალს საკმაოდ დიდი ბაზა გააჩნია მათი მასპინძლობისთვის. ეს არის სპორტს დარბაზები, სპა ცენტრები, მაღალი ხარისხის ნომრები. ჩვენი სასტუმროსთვის ეს საკმაოდ მომგებიანია, რადგან გრძელი ჯავშნებია და სრულად დავიტვირთეთ.” - აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.

საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 16 თებერვალს აიღებს და 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ბაკურიანში შეეჯიბრებიან. მათ შორის 5 ქართველი სპორტსმენიც იასპარეზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები