ყველა ამ კრიტერიუმის მიხედვით, ტურიზმისთვის მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა არის ესპანეთი, რომელსაც WEF-მა 7 საუკეთესო ქულიდან 5.4 მიანიჭა. რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ესპანეთი;
- საფრანგეთი;
- გერმანია;
- იაპონია;
- აშშ;
- დიდი ბრიტანეთი;
- ავსტრალია;
- იტალია;
- კანადა;
- შვეიცარია.
საქართველომ ვერცერთ კრიტერიუმში ვერ დაიმსახურა მაქსიმალური 7 ქულა, საუკეთესო შედეგი ქვეყანას ორი მიმართულებით - უსაფრთხოებისა და ჯანდაცვა/ჰიგიენის მიმართულებით აქვს და ის 6 ქულით არის შეფასებული. ყველა კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს ქულები ასეთია:
- ბიზნესგარემო - 5.2 ქულა;
- უსაფრთხოება - 6 ქულა;
- ჰიგიენა/ჯანდაცვა - 6 ქულა;
- ადამიანური რესურსები/შრომის ბაზარი - 4.7 ქულა;
- ტურიზმისთვის მზაობა - 4.9 ქულა;
- საერთაშორისო ღიაობა - 3.4 ქულა;
- საფასო კონკურენტუნარიანობა - 5.7 ქულა;
- საჰაერო ტრანსპორტის განვითარება/საჰაერო ინფრასტრუქტურა - 2.5 ქულა;
- საპორტო ინფრასტრუქტურა - 3.2 ქულა;
- ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურა - 4.9 ქულა;
- ბუნებრივი რესურსები - 2.4 ქულა;
- კულტურა & ბიზნეს თრეველი - 1.5 ქულა.

























