მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები სტუმრად საქართველოში

5cadc0b045c1d
BM.GE
10.04.19 14:07
864
მიმდინარე წლის 11-14 აპრილს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „ გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად" დასახელებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიო ეკონმიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და „Anaklia City"-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი საქართველოში World Economic Forum-ის „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებს" უმასპინძლებენ.

4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები საქართველოში ბიზნეს გარემოს და ქართულ კულტურას გაეცნობიან. შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, გაიმართება პანელური დისკუსიები და ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრებიან.

Young Global Leaders- ი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ნაწილია და დაფუძნდა 2004 წელს, რათა ეპასუხა მსოფლიო გამოწვევებისთვის.

Young Global Leaders- ის წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეანტები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები. თითოეული მათგანი დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და მათი უნარისათვის ააგონ ხიდები კულტურებს, ბიზნესებს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ოთხდღიანი ღონისძიების თანასპონსორებს წარმოადგენენ საქართველოს ბანკი, Galt and Taggart-ი, თანა-ინვესტირების ფონდი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები