მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 14 ადგილით ჩამოქვეითდა

620cd18ce38e1
შოთა ტყეშელაშვილი
16.02.22 14:30
1676
The Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველომ მთელი 14 პოზიციით დაიხია უკან და 26-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ასეთი მკვეთრი ვარდნა საქართველოს არცერთი წლის ინდექსში არ ჰქონია.

ორგანიზაციის შეფასებით, 0-დან 100-მდე სკალაზე საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების დონე 71.8 ქულით ფასდება, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 77.2 ქულა იყო. საქართველოს შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება. თუკი 2021 წელს ქართული სასამართლოს ეფექტიანობა 59.3 ქულით ფასდებოდა, ის ახლა 56.4 ქულაზეა.

ყველაზე დიდი 27-ქულიანი ვარდნა საქართველოს ფისკალური სიჯანსაღის კომპონენტში ჰქონდა, რაც გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს უკავშირდება.

უფრო დეტალურად, კრიტერიუმებში საქართველოს ქულები ასე ნაწილდება:

● საკუთრების უფლება - 2022 წელს 63.8 ქულა, გაუარესება 2.9 ქულა;
● სასამართლო ეფექტიანობა - 2022 წელს 59.3 ქულა, გაუარესება 2.9 ქულა;
● საგადასახადო ტვირთი - 2022 წელს 89.1 ქულა, უცვლელია;
● სამთავრობო ხარჯვა - 2022 წელს 72.7 ქულა, გაუარესება 4.2 ქულა;
● ფისკალური სიჯანსაღე - 2022 წელს 67.1 ქულა, გაუარესება 27.8 ქულა;
● ბიზნესის კეთების თავისუფლება - 2022 წელს 74.1 ქულა, გაუარესება 10.8 ქულა;
● შრომის უფლებების თავისუფლება - 2022 წელს 61.9 ქულა, გაუარესება 14.8 ქულა;
● მონეტარული თავისუფლება - 2022 წელს 76 ქულა, გაუარესება 0.6 ქულა;
● საგარეო ვაჭრობის თავისუფლება - 2022 წელს 86.6 ქულა, გაუმჯობესება 0.6 ქულა;
● საინვესტიციო თავისუფლება - 2022 წელს 80 ქულა, უცვლელია;
● ფინანსური თავისუფლება - 2022 წელს 70 ქულა, უცვლელია.

The Heritage Foundation-ის თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სინგაპურია, რომელსაც ინდექსში 84.4 ქულა აქვს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები