მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წევრებმა ყავა სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებების სიიდან გამორიცხეს, თუმცა მკვლევარების აზრით, ზედმეტად ცხელი სასმლის ხშირმა მიღებამ შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს.
სიმსივნის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IARC) ექსპერტებმა, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, აღიარეს, რომ საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ყავა სიმსივნეს იწვევს არ არსებობს. გარდა ამისა, მათი აზრით, ცუდი შედეგი ნებისმიერმა ცხელმა სასმელმა შეიძლება გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს ეხება, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სადაც ტრადიციულად ჩაის ან სხვა ადგილობრივ სასმელს ძალიან ცხელ მდგომარეობაში 65-70 გრადუსი ტემპერატურით იღებენ. ეს კი ხშირად საყლაპავი მილის სიმსივნის მიზეზიც ხდება, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ ცხელი საკვები და სასმელი ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევია თეორიულად არ არსებობს.

























