მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ლიდერები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას აფასებენ

582314d686f81
BM.GE
09.11.16 16:19
1977
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებით, ამერიკაში ახალი პერიოდი იწყება, - წერს Reuters.

'ჩემი სურვილია, რომ ამერიკელ ხალხს ამ არჩევანმა წარმატებული მომავალი მოუტანოს და ასევე ჩვენს რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით უსაფრთხო იყოს", - აღნიშნავს მილოცვაში ერდოღანი.

Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ამერიკის ახალ პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ მზად არის.

"მე მზად ვარ შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპოთან თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ქვეყნების კავშირების გაძლიერება ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. მე მჯერა, რომ დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები სავაჭრო და თავდაცვის სფეროებში ახლო პარტნიორებად დარჩებიან,“ - აცხადებს ტერეზა მეი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, თავის მილოცვაში აღნიშნავს, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ყურადღებით ადევნებდა თვალყურს.

"მსურს ამერიკელ ხალხს საარჩევნო ციკლის დამთავრება და დონალდ ტრამპს კი მისი არჩევნებში მონაწილეობის წარმატებით დასრულება მივულოცო“, - აღნიშნა პუტინმა.
დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა და ასევე საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, ლე პენმაც მიულოცა.

"ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და აშშ-ის თავისუფალ მოსახლეობას!" - წერს "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი Twitter-ში.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე დამყარებულ თანამშრომლობას სთავაზობს.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, გერმანის კანცლერი თავის მილოცვაში ხაზს უსვამს, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტთან იმავე ღირებულებებზე დაყრდნობით ითანამშრომლებს, რაც აქამდე იყო.

"გერმანიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთმანეთთან ისეთი ღირებულებები აკავშირებთ, როგორიცაა დემოკრატია და თავისუფლება, კანონმდებლობის პატივისცემა ადამიანების ღირსება და მიუხედავად მათი წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიის, სქესისა და სექსუალური ორიენტაციის თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. სწორედ აღნიშნული ფასეულობების საფუძველზე ვთავაზობ ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს თანამშრომლობას", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერისაგან განსხვავებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით "შოკირებულია".




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები