27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ, 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი 2017 წლის შემდეგ საქართველოში პირველად გაიმართება და მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეებს თბილისსა და ქუთაისში გააერთიანებს. ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია კოკა-კოლა, რომელიც მსოფლიო რაგბთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში სპორტის უწყვეტ მხარდაჭერას აგრძელებს.
კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, როგორც რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გლობალური პარტნიორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სპორტის, ახალგაზრდებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას ანიჭებს. კომპანია ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი სპორტული შეჯიბრებების გვერდით დგას და მილიონობით გულშემატკივარს სპორტის ირგვლივ აერთიანებს. სწორედ ამ ღირებულებების გაგრძელებაა მისი პარტნიორობა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატთან, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნიკალურ სივრცეს სთავაზობს.
2026 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაიზარდა. შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, გულშემატკივრებს 20-20 უმაღლესი დონის მატჩის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. ერთმანეთს მსოფლიო რაგბის 16 ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები შეერკინებიან. ნაკრებების შემადგენლობა იმ ამომავალი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მომავალში, კაცთა რაგბში, ქომაგებისთვის არაერთ დაუვიწყარ წუთს შექმნიან.
ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველო, აშშ, არგენტინა, იტალია, შოტლანდია, ინგლისი, ირლანდია, ახალი ზელანდია, იაპონია, უელსი, საფრანგეთი, ფიჯი, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი, ავსტრალია და ესპანეთი. მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა - 16 ქვეყნის 500-მდე მორაგბე - პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს.
საქართველოს რაგბის 20-წლამდელთა ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები სამივე მატჩს თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს.
2008 წელს დაფუძნებულმა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა ელიტურ რაგბს უკვე 500-ზე მეტი უმაღლესი კლასის მორაგბე შესძინა. მათგან არაერთი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და დღესაც საკუთარი თამაშით მილიონობით ქომაგს აღაფრთოვანებს. სწორედ ასეთი ჩემპიონატებიდან და ტურნირიდან იწყება იმ მოთამაშეთა დიდი ნაწილის საერთაშორისო კარიერა, რომელიც შემდეგში მათ მსოფლიო რაგბის მთავარ სახეებად აქცევს.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2026 - მატჩების სრული განრიგი:
27/06 არგენტინა - აშშ 13:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი
27/06 იტალია - შოტლანდია 13:00 აია არენა , ქუთაისი
27/06 ინგლისი - ირლანდია 15:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი
27/06 ახალი ზელანდია - იაპონია 15: 30 აია არენა , ქუთაისი
27/06 უელსი - საქართველო 18:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი
27/06 საფრანგეთი - ფიჯი 18:00 აია არენა, ქუთაისი
27/06 სამხრეთ აფრიკა - ურუგვაი 20:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი
27/06 ავსტრალია - ესპანეთი 20:30 აია არენა, ქუთაისი
02/07 უელსი - ურუგვაი 13:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი
02/07 საფრანგეთი - ესპანეთი 13:00 აია არენა, ქუთაისი
02/07 არგენტინა - ირლანდია 15:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი
02/07 ავსტრალია - ფიჯი 15:30 აია არენა, ქუთაისი
02/07 ინგლისი - აშშ 18:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი
02/07 ახალი ზელანდია - შოტლანდია 18:00 აია არენა, ქუთაისი
02/07 სამხრეთ აფრიკა - საქართველო 20:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი
02/07 იტალია - იაპონია 20:30 აია არენა, ქუთაისი
07/07 ირლანდია - აშშ 13:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი
07/07 ახალი ზელანდია - იტალია 13:00 აია არენა, ქუთაისი
07/07 არგენტინა - ინგლისი 15:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი
07/07 შოტლანდია - იაპონია 15:30 აია არენა, ქუთაისი
07/07 სამხრეთ აფრიკა - უელსი 18:00 ავჭალის სტადიონი, თბილისი
07/07 საფრანგეთი – ავსტრალია 18:00 აია არენა, ქუთაისი
07/07 საქართველო – ურუგვაი 20:30 ავჭალის სტადიონი, თბილისი
07/07 ესპანეთი – ფიჯი 20:30 აია არენა , ქუთაისი
მე-13 აგდილის ნახევარფინალი
18:00 მე-14 ადგილოსანი მე-15 ადგილოსანი, კვირა 12 ივლისი 2026 , აია არენა, ქუთაისი
მე-5 ადგილის ნახევარფინალი
18:00 მე-6 ადგილოსანი მე-7 ადგილოსანი , კვირა 12 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-13 ადგილის ნახევარფინალი
20:30 მე-13 ადგილოსანი მე-16 ადგილოსანი, კვირა 12 ივლისი 20206, აია არენა ქუთაისი,
მე-5 ადგილის ნახევარფინალი
20:30 მე-5 ადგილოსანი მე-8 ადგილოსანი, კვირა 12 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-9 ადგილის ნახევარ ფინალი
18:00 მე-10 ადგილოსანი მე-11 ადგილოსანი , ორშაბათი 13 ივლისი 2026, აია არენა ქუთაისი,
ნახევარფინალი
18:00 მე-2 ადგილოსანი მე-3 ადგილოსანი , ორშაბათი 13 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-9 ადგილის ნახევარფინალი
20:30 მე-9 ადგილოსანი მე-12 ადგილოსანი, ორშაბათი 13 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი
ნახევარფინალი
20:30 1 ადგილოსანი მე-4 ადგილოსანი, ორშაბათი 13 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-15 ადგილის პლეი-ოფი
18:00 25-ე მატჩის დამარცხებული 26-ე მატჩის დამარცხებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი
მე-7 ადგილის პლეი-ოფი
18:00 29-ე მატჩის დამარცხებული 30-ე მატჩის დამარცხებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-13 ადგილის პლეი-ოფი
20:30 25-ე მატჩის გამარჯვებული 26-ე მატჩის გამარჯვებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი
მე-5 ადგილის პლეი-ოფი
20:30 29-ე მატჩის გამარჯვებული 30-ე მატჩის გამარჯვებული, პარასკევი 17 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-11 ადგილის პლეი-ოფი
18:00 27-ე მატჩის დმარცხებული 28-ე მატჩის დამარცხებული , შაბათი 18 ივლისი 2026, აია არენა, ქუთაისი
მე-3 ადგილის პლეი-ოფი
18:00 31-ე მატჩის დამარცხებული 32-ე მატჩის დამარცხებული, შაბათი 18 ივლისი 2026, ავჭალის რაგბის სტადიონი, თბილისი
მე-9 ადგილის პლეი-ოფი
20:30 27-ე მატჩის გამარჯვებული 28-ე მატჩის გამარჯვებული, შაბათი 18 ივლისი 2026, აია არენა , ქუთაისი
ფინალი
20:30 31-ე მატჩის გამარჯვებული 32-ე მატჩის გამარჯვებული, შაბათი 18 ივლისი 2026, მიხეილ მესხის სტადიონი , თბილისი




























