მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო რაგბიში 20-წუთიანი წითელი ბარათის წესს აამოქმედებენ

წითელი ბარათი რაგბში

მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაინერგება 20 წუთიანი წითელი ბარათის წესი, რომელიც 2025 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასსა და ყველა სხვა ელიტურ ტურნირზე, გაიტესტება და ოფიციალურად დამტკიცების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წელს იქნება მიღებული.


ორგანიზაციის განმარტებით წესის მიზანია სანახაობის გაზრდა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება.
ახალი წესის თანახმად, მოთამაშე, რომელიც გამიზნულად არ დაარღვევს წესებს და არ იუხეშებს, მაგრამ მიიღებს წითელ ბარათს მოედანზე ვეღარ დაბრუნდება, თუმცა გუნდს შესაძლებლობა ექნება 20 წუთის შემდეგ მისი შემცვლელი შეიყვანოს მოედანზე.


ამ წესის მთავარი პრინციპია, რომ არასაპატიო ქმედებაზე პასუხისმგებლობა მოთამაშეს დაეკისროს და არა მთელ გუნდს. გასათვალისწინებელია, რომ განზრახ ჩადენილი უხეშობისა და მაღალი საფრთხის შემცველი ჯარიმის შემთხვევაში, მსაჯს უფლება ექნება მოთამაშე სრული წითელი ბარათით დასაჯოს და ამ შემთხვევაში, გუნდი მის ნაცვლად ვერავის შეიყვანს მოედანზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები