მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოება - World Travel Awards 2023 წელს ბათუმში გაიმართება

627df5d011aca
BM.GE
13.05.22 10:05
2169
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და World Travel Awards-ის ვიცე პრეზიდენტმა სიონ რაპსონმა, ლონდონში მოაწერეს ხელი შეთანხმებას მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.

ტურიზმის ოსკარად წოდებული დაჯილდოების ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს ბათუმში, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.

ბათუმი World Travel Awards-ის გამარჯვებული ნომინაციაში - ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება, 2019 წელს გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები