მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიო ტურიზმის წელს 5%-იან ზრდას აჩვენებს

ტურიზმი შემოსავლები

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ტურიზმმა 5%-იანი ზრდა აჩვენა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივლისში მსოფლიოში 690 მლნ ტურისტმა იმოგზაურა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს 33 მილიონით აღემატება.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზურაბ პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ 2025 წლის 6 თვის მონაცემები მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ტურიზმის ზრდას აჩვენებს, რასაც თავის მხრივ წვლილი შეაქვს ადგილობრივ ეკონომიკებში და ქმნის სამუშაო ადგილებს.

წლიურ ჭრილში ზრდა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. World Tourism Barometer-ის მიხედვით, ყველაზე დიდი ზრდა აფრიკაში ფიქსირდება, დაახლოებით 12%-ით 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ევროპამ ჯამში 340 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც 2024 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამერიკის კონტინენტზე ტურისტების რაოდენობა 3%-იან ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებული ზრდა 14% სამხრეთ ამერიკას აქვს. აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ტურისტების რიცხვი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის წელს საფრანგეთი და ესპანეთი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები