მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი​ (საერთაშორისო ამბების მიმოხილვა) ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
21.04.21 10:45
605
რუსეთს უკრაინის საზღვართან იმაზე მეტი ჯარი ჰყავს მობილიზებული, ვიდრე 2014 წელს, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „ეს მობილიზება, რა თქმა უნდა, უფრო დიდია, ვიდრე 2014 წელს, რაც ძალიან შემაშფოთებელია“ , - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თუმცა კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია. მისი თქმით, რუსეთის მტკიცება, რომ ჯარების გადაადგილება წვრთნებში მონაწილეობის მიზნით ხდება, გაუგებარია. ამ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთმა მასიური ანტირუსული ფსიქოზი უნდა შეწყვიტოს და არსებული განსხვავებების დასაძლევად კონსტრუქციული დიალოგი უნდა აწარმოოს.

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი - BMG-ის საერთაშორისო მიმომხილველი
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები