გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი სხვადასხვა კრიტერიუმებთან ერთად ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობასაც აფასებს. ბოლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საგარეო ვალი იაპონიას აქვს და ის მისი მშპს-ს 248%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი საგარეო ვალი საბერძნეთს აქვს. ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. იაპონია - სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ს 248,1%-ია.
2. საბერძნეთი - ქვეყნის საგარეო ვალი მისი მშპს-ს 178,4%-ს შეადგენს.
3. ლიბანი - ქვეყნის საგარეო ვალი მშპს-ს 139,1%-ია.
4. იტალია - სახელმწიფო ვალის მშპ-თან თანაფარდობით იტალია ევროკავშირის ქვეყნებში სიდიდით მეორეა 132,6%-ით.
5. პორტუგალია - ქვეყნის საგარეო ვალი მშპ-ს 128,8%-ია.
6. იამაიკა - სახელმწიფო ვალი მშპს-ს 124,3%-ს შეადგენს.
7. კაბო-ვერდეს რესპუბლიკა - 119,3%
8. ბუტანი - - 115,7%
9. კვიპროსი - - 108,7%
10. ბელგია - - 106,3%





















