რობოტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFR) კვლევის თანახმად, ქვეყნის რობოტიზაციის საზომად ინდუსტრიულ სფეროში რობოტების სიმჭიდროვე მიიჩნევა. კერძოდ, საუბარია რობოტების იმ რაოდენობაზე, რომელიც 10,000 დასაქმებულ ადამიანზე მოდის. ამ მხრივ, მსოფლიოს ყველაზე რობოტიზებული ქვეყანა სამხრეთ კორეა გახლავთ, სადაც ყოველ 10,000 მშრომელზე 1012 რობოტი მოდის.
ასევე, ამ მიმართულებით ყველაზე მზარდი სახელმწიფო ჩინეთია, რომელმაც უმოკლეს ვადაში სიმჭიდროვის ინდექსით 392-მდე აიწია, რაც მას მეოთხე ყველაზე რობოტიზებულ ქვეყნად აქცევს. რაც შეეხება დასავლურ სამყაროს, უნდა აღინიშნოს შვეიცარიის პროგრესი, რომელიც მან 2017-2022 წლებში განიცადა. უარყოფითი ტენდენცია შეინიშნება საფრანგეთში, მისი 180 რობოტი სიაში მას კანადასა (198) და იტალიაზე (219) ქვევით ანაცვლებს.
ამჟამად, რობოტების სიმჭიდროვის მიხედვით მსოფლიოს ათი ყველაზე რობოტიზებული ქვეყნის სია ასე გამოიყურება:
- სამხრეთ კორეა - 1012
- გერმანია - 415
- იაპონია - 397
- ჩინეთი - 392
- შვედეთი - 343
- შვეიცარია - 296
- აშშ - 285
- იტალია - 219
- კანადა - 198
- საფრანგეთი - 180




























