მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზ McDonald's-ს შორის ბათუმის რესტორანიც მოხვდა - The Sun

mcd

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Sun მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე McDonald's-ის რესტორნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბათუმის ფილიალი მეხუთე ადგილს იკავებს.

"შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში არსებული McDonald's-ი სწრაფი კვების ამ ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მომნუსხველი ფილიალია. რესტორანს სადა, დახვეწილი სტრუქტურა და წახნაგოვანი შუშის კედლები აქვს, მისი თანამედროვე დიზაინი კი ქალაქში არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტთან მოდის წინააღმდეგობაში", - ნათქვამია The Sun-ის სტატიაში.

ბათუმი McDonald's-ის დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

რეიტინგში პირველ ადგილს ირლანდიაში, ქალაქ ბრეიში მდებარე McDonald's-ი იკავებს, რომელსაც ბუდაპეშტის, პორტოსა და მადრიდის რესტორნები მოჰყვება. ხუთეულს კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველო ხურავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები