მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს 5 ყველაზე ძვირადღირებული სამეცნიერო ხარისხი

574b0dec30b83
BM.GE
29.05.16 19:39
2963
გამოცემა Businessinsider მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებული სამეცნიერო ხარისხის სიას აქვეყნებს.
 
მეხუთე ადგილზეა ამერიკის, Harvey Mudd-ის საბაკალავრო პროგრამა. 4 წლიანი სწავლების ღირებულება 200 000 დოლარია და ის ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ პროგრამად ითვლება მეცნიერებაში. პროგრამა მათემატიკასა და ინჟინერიაზე აკეთებს აქცენტს და მისი კურსდამთავრებულების საშუალო ანაზღაურება 80 000 დოლარია.

მეოთხე პოზიციაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის კოლეჯია, სადაც სწავლის ღირებულება 230 000 დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით სტუდენტს უნივერსიტეტში მედიცინის დოქტორის ხარისხის აღება შეუძლია.

მესამე პოზიციაზე ტუფტის მედიცინის სკოლა გავიდა. ბოსტონში მდებარე უნივერსიტეტში სამედიცინო ხარისხის მიღება 238 000 დოლარად არის შესაძლებელი.

სამეულში მოხვდა ბარდის მუსიკალური კონსერვატორიაც, სადაც 5 წლიანი სამუსიკო კურსის გავლა 258 520 დოლარი ჯდება. უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალურ სასწავლებლებს შორის 15-ე პოზიციაზეა.

320 000 დოლარი ჯდება კემბრიჯის უნივერსიტეტში ბიზნესის სადოქტორო პროგრამის გავლა. შედეგად კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა მსოფლიში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები