მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის TikTok-ი FIFA-ს პარტნიორი გახდა

tik tok world cup

TikTok-ი FIFA-ს ისტორიაში პირველად გახდა “პრიორიტეტული პლატფორმის“ (Preferred Platform) პარტნიორი.

შეთანხმება გაფორმდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომლის მიზანია სოციალური ქსელი გულშემატკივრებისთვისა და კონტენტის შემქმნელებისთვის ტურნირის განმავლობაში მთავარ სივრცედ იქცეს.

TikTok-თან პარტნიორობა, რომელიც 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრენდებს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაა, საშუალებას მისცემს FIFA-ს ოფიციალურ მედიაპარტნიორებს 2026 წლის მუნდიალზე მატჩების გარკვეული ნაწილების პირდაპირი ტრანსლაცია განახორციელონ, გამოაქვეყნონ ვიდეოკლიპები და მიიღონ წვდომა სპეციალურ კონტენტზე, რომელიც FIFA-ს მიერ სპეციალურად TikTok-ისთვის იქნება შექმნილი. ამასთან, მაუწყებლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის კონტენტით და TikTok-ის სარეკლამო პროდუქტების საშუალებით მონეტიზაცია მოახდინონ.

პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება, TikTok შექმნის ინტერაქტიურ FIFA World Cup 2026-ის ჰაბს “დინამიკურ ცენტრალურ სივრცეს“, რომელიც TikTok GamePlan-ის მხარდაჭერით იმუშავებს და გულშემატკივრებს მისცემს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ კონტენტი, რომელიც 48-გუნდიან ტურნირს გააცოცხლებს. ჰაბში ასევე განთავსდება მატჩების ბილეთებისა და ყურების შესახებ ინფორმაცია, ასევე მეტი ჩართულობისთვის პერსონალიზებული სტიკერები, ფილტრები და გეიმიფიკაციის ელემენტები.

FIFA და TikTok ერთობლივად გაუშვებენ კონტენტის შემქმნელების პროგრამას, რომელიც შერჩეულ გლობალურ TikTok-კრეატორებს მისცემს უნიკალურ წვდომას კულისებს მიღმა მიმდინარე პროცესებზე პრესკონფერენციებზე, ვარჯიშებზე და სხვა ექსკლუზიურ მომენტებზე, რის შედეგადაც გულშემატკივრები TikTok-ზე მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილებას განსხვავებული და ადამიანური პერსპექტივიდან.

შეთანხმების ფარგლებში “კრეატორების ფართო ჯგუფს“ მიეცემა შესაძლებლობა, გამოიყენოს და თანაშექმნას FIFA-ს არქივული ვიდეომასალა.
FIFA-ს კამპანიის განმავლობაში TikTok განაცხადებს, რომ გააძლიერებს მეკობრეების წინააღმდეგ პოლიტიკას, რომელიც დაიცავს და უზრუნველყოფს FIFA-ს ინტელექტუალური საკუთრების უსაფრთხოებას.

“FIFA-ს მიზანია, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ემოცია რაც შეიძლება მეტ გულშემატკივრამდე მიიტანოს და სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდ ღონისძიებაზე ამ მისიის შესრულებისთვის TikTok-ზე უკეთეს პარტნიორს ვერ წარმოვიდგენთ. ეს ინოვაციური და კრეატიული თანამშრომლობა მსოფლიოს მასშტაბით მეტ გულშემატკივარს დააკავშირებს მსოფლიო ჩემპიონატთან უპრეცედენტო გზებით კულისებს მიღმა შეხედვისა და მოქმედებასთან მაქსიმალურად მიახლოების შესაძლებლობით.
ფეხბურთის განვითარებასთან და მასშტაბის ზრდასთან ერთად, უნდა იცვლებოდეს მისი გაზიარებისა და პოპულარიზაციის ფორმებიც“ - განაცხადა FIFA-ს გენერალურმა მდივანმა მატიას გრაფსტრომმა.

ასევე აღინიშნება, რომ კონტენტის ავტორებს ექნებათ წვდომა პრესკონფერენციებსა და ვარჯიშებზე. გარდა ამისა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ და FIFA-სთან ერთად შექმნან საარქივო ვიდეომასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები