ტოქსიკური აირები, ტონობით საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენი, წყლის და ენერგორესურსების გადაჭარბებული მოხმარება, - სპეციალისტების განმარტებით, ამ ყველაფერს მსოფლიო ნელა, მაგრამ ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიჰყავს. მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და მეგაპოლისებში უკვე მოქმედებს მთელი რიგი მაღალინოვაციური პროექტები იმისათვის, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. იმ ქალაქების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და შედეგებიც სახარბიელოა.
1. ჰამბურგი მსოფლიოს ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქების ჩამონათვალს სათავეში ჩაუდგა. იგი 2050 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 80%-ით შემცირებას გეგმავს. მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილებზე უარს იტყვიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, სახელმწიფოსგან წახალისდებიან.
2. ჩიკაგო - სწორედ მან ნარჩენებისა და გამონაბოლქვის შემცირების ინოვაციური მიდგომა შეიმუშავა. ქალაქში არსებული სახურავის ბაღები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად განვითარებული ქსელი, ხელს უწყობს ჩიკაგოში დაბინძურების შემცირებას.
3. კოპენჰაგენი - გამორჩეულად ფერადი ქალაქი და ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთაც მსოფლიოში. მისმა ადმინისტრაციამ წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად დიდი ინვესტიცია გაიღო.
4. ქალაქი კუნძული ჰონოლულუ. ამ ქალაქში მწვანე საფარი დომინირებს. ჰონოლულუს მთავრობის პრიორიტეტს ტურისტების მოზიდვა, ქალაქის კეთილმოწყობა და საჯარო სივრცეების მოწყობა წარმოადგენს.
5. ჰელსინკი - ერთ-ერთია იმ სკანდინავიური ქალაქებიდან, რომელიც მსოფლიოს ყველაზე სუფთა ქალაქების სიაში მოხვდა.
6. რეიკიავიკი - ტოქსიკური გამონაბოლქვი ისლანდიის დედაქალაქში მინიმუმამდეა დაყვანილი. ქალაქში უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებენ. გამწვანება აქაც პრიორიტეტია.
7. ვენა - ქვეყნის მთავრობის მიერ დასუფთავების ეფექტური სისტემის შექმნაში დიდი ინვესტიციები განხორციელდა. ავსტრიის თითქმის ორმილიონიანი დედაქალაქი, პარკების რაოდენობით, ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში.
8. ჟენევა - ეკოლოგიასთან დაკავშირებულმა ინოვაციურმა პროექტებმა და მკაცრმა კანონმდებლობამ შვეიცარიის დეაქალაქიერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად აქცია.
9. ბრაზილია ვერ მოხვდა ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვეყნების ჩამონათვალში, მაგრამ მისი ერთ-ერთი ქალაქი კურიტიბა ჩამონათვალში დამსახურებულ მე-9 ადგილს იკავებს. ეს ქალაქი სიმწვანეშია ჩაფლული. ადგილობრივი ხელისუფლება საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების ჩაბარების შემთხვევაში, მოსახლეობას კვების პროდუქტებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებს უფასოდ ურიგებს.
10. სინგაპური, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია მსოფლიოში, ტურისტების მიუხედავად, მაინც ახერხებს სისუფთავის სტანდარტების დაცვას. ქვეყანაში არსებული მკაცრი კანონები თანაბრად ვრცელდება როგორც ადგილობრივებზე, ასევე ტურისტებზე, რაც სისუფთავის გარანტია.