მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსს კატეგორია "საუკეთესო ქართული" დაემატა

575abfd72c98c
BM.GE
10.06.16 17:18
3822
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსმა International Wine Challenge ქართულ ღვინოს ე.წ. "ტროფეის“ ჯილდო მიანიჭა, რაც ყველაზე მაღალ შეფასებად ითვლება. წელს პირველად კონკურსმა ცალკე კატეგორიად დაამატა Georgian Red Trophy.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" ასოციაციაში "ქართული ღვინო“ განუცხადეს, კონკურსში ქართული ღვინის ცალკე კატეგორიად დამატება მნიშვნელოვანი მოვლენა და ქართული ღვინის კიდევ ერთხელ აღიარებაა. გიორგი აფხაზავას თქმით, კომპანია „შუმი“-ს ღვინო ილერკო-მ ტროფეისთან ერთად ოქროს მედალიც მოიპოვა.

"ეს უმაღლესი ჯილდოა ზოგადად და არცერთ ქართულ ღვინოს არ ქონია აქამდე მიღებული. IWC-მ დაამატა კატეგორია "საუკეთესო ქართული“, რაც დიდი წარმატებაა.

IWC ერთერთი ყველაზე პრესტიჟული, ყოველწლიური ღვინის ბრიტანული კონკურსია. შედეგების გამოცხადება ხდება ლონდონის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. ყოველწლიურად მასში მონაწილეობას იღებს ათასობით პროდუქტი მთელი მსოფლიოდან", - განმარტავს გიორგი აფხაზავა. მისივე თქმით, წელს კონკურსში 34-მა ქართულმა პროდუქტმა მიიღო ჯილდო, მათ შორის:

• 15 მოწონებული
• 11 ბრინჯაო
• 7 ვერცხლი
• 1 ოქრო
• 1 ტროფეი

სულ ჯილდო მიიღო 9 ქართულმა კომპანიამ. მათ შორის უმაღლესი ღვინის კომპანია "შუმმა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები