მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს გამოწვევები და საქართველო - გიორგი ისაკაძის ეპილოგი 25.02.24

21 საუკუნის ამ დეკადის რეალობა. როცა ჩვენ გვიწევს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, გაცილებით მძიმე გამოწვევების წინაშე პირისპირ არის. ფაქტია, საქართველოს ეკონომიკას მოუწევს ზრდა იმ პირობებში, როცა არ დასრულებულა საქართველოს ოკუპაცია და რაიმე პოზიტიური მიმართება ამ კუთხით არ ჩანს. ფაქტია, არც ჩვენს რეგიონში დაესვა წერტილი, თუნდაც, სამშვიდობო მოლაპარაკებებით სომხეთსა, და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიულ დაპირისპირებას, რაც საბოლოოდ გამიჯნავს პრეტენზიებს ჩვენს ორ მთავარ მეზობელსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. გრძელვადიანი გამოდგა და გრძელდება ომი ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, რომელიც მედგრად დგას მაგრამ ამის ფასი უმძიმესია, ათიათასობით დაღუპული უკრაინელი და გამესამედებული უკრაინის ეკონომიკა. არ სრულდება ომი ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ჰამასის დაპირისპირებას დაემატა ამერიკის და დასავლეთის კოალიციის სამხედრო იერიშები იემენზე სადაც, ბაზირებულია ჰუსიტების სამხედრო დაჯგუფება, რომელმაც დასაბამი მისცა წითელი ზღვის კრიზისს.