მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მსოფლიოს ლიდერი დაზღვევის საბროკერო კომპანია MARSH საქართველოს ბაზარზე შემოდის

5ca64f67a1d34
BM.GE
04.04.19 22:33
1239
გლობალურმა კომპანია მარშმა, რომელიც მსოფლიო ლიდერია დაზღვევის საბროკერო მომსახურების და რისკების ინოვაციურად მართვის სფეროში, დღეს ოფიციალურად დაასახელა დაზღვევის ლიცენზირებული ბროკერი არრიბა თავის საკორესპონდენტო ოფისად საქართველოში.

შეთანხმების თანახმად, არრიბა მომსახურებას გაუწევს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, გაუხსნის მათ წვდომას მარშის უნიკალურ შესაძლებლობებზე და დაზღვევის/გადაზღვევის მსოფლიო ბაზრებზე. მარშის გამოცდილება და უნიკალური ცოდნა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ მათზე მორგებულ დაზღვევის გადაწყვეტილებები, მართონ რისკები პროფესიონალურ დონეზე და უზრუნველყონ საკუთარი ბიზნესის სტაბილურობა.

„საქართველო თანდათან უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, ამ კომპანიებს კი სათანადო სადაზღვევო და საბროკერო მომსახურება აუცილებლად ჭირდებათ. ეს პარტნიორობა მარშსა და არრიბას შორის საშუალებას მისცემს მსხვილ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ მარშის საბროკერო მომსახურებით, ადგილობრივ ოფისთან იურთიერთონ და კომუნიკაცია უფრო ეფექტური გახადონ, ადგილობრივ კომპანიებს კი ახალ საიმედო პარტნიორს გაუჩენს“ - განაცხადა ამერიკული სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოგვილმა ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

დაზღვევის კავშირის თანა-თავჯდომარის, ვასილ ახრახაძის თქმით, მარშის წარმომადგენლობის გახსნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის სადაზღვევო სექტორის მნიშვნელოვნად განვითარებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

მარშის რეგიონალურმა დირექტორმა, ანდრეი დენისოვმა კი აღნიშნა: „მარშის უნიკალური გამოცდილება საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ სრულიად მორგებული სადაზღვევო პირობები და რისკების მართვის გზები ქართული ბიზნესისთვის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებისთვის.“


მარშის შესახებ:

მარში გლობალური ლიდერია დაზღევის საბროკერო მომსახურების და რისკების მართვის სფეროში, კომპანიის ისტორია უკვე 140 წელს ითვლის და დღესდღეობით 130-ზე მეტ ქვეყანაში 30 ათასი თანამშრომლითაა წარმოდგენილი. იგი პროფესიული კონსალტინგური და საბროკერო სერვისების მსოფლიო ლიდერი ჯგუფის Marsh & McLennan-ის წევრია, რომლის წლიური შემოსავალი $14 მილიარდს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 65 ათასს ცდება. მარში ემსახურება მსოფლიოში წამყვან კომპანიებს და ჯგუფებს, მათ შორის Fortune 500-ის კომპანიების უმეტესობას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები