მსოფლიოს მასშტაბით 22 000-ზე მეტი კომპანია კორპორატიული ფოსტის გატეხვის მსხვერპლი გახდა, რამაც ზარადლი გამოიწვია და მისმა მოცულობამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მონაცემები გამოცემა Financial Times-მა 2013 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში დააჯამა. აფიორა მდგომარეობს იმაში, რომ დამნაშავე იყენებს ელექტრონულ ფოსტას რომელიც ტოპ მენეჯმენტის, იურისტის ან კონსულტანტის ფოსტის მსგავსია და რომელიც გულისხმობს შინაარს რომლითაც კონკრეტულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვაა მითითებული. უმეტეს შემთხვევებში თანხა უკვალოდ იკარგებოდა იქამდე სანამ თანამშრომელი გაარკვევდა რა ხდებოდა რეალურად. FBI-ს წარმომადგენელმა რიჩარდ ჯეიკობსმა განაცხადა, რომ ელის მსგავსი დანაშაულების რიცხვის ზრდას. მობილური ტელეფონები დაუცველია და მას ადამიანები საბანკო გადარიცხვებისთვის მუდმივად იყენებენ, მასში ინახავენ პაროლებს და პირად ინფორმაციას.
"დამნაშავეებმა შექმნეს თავისი ბიზნეს მოდელი. მუქარების და შანტაჟის ფორმები კი მუდმივად იხვეწება”, - განაცხადა ჯეიკობსმა. FBI-ის ინფორმაციით, კიბერდანაშაულის რიცხვი გლობალური მასშტაბით 50%-ით გაიზარდა ბოლო 10 თვის განმავლობაში.

























